2026 წლის 22 იანვარს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ გაიცა მორიგი რეკომენდაცია N გ-26-9/240.
შპს „მაგთიკომ“-ს, 2026 წლის იანვარში მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობის გამო, ეთხოვა მომხმარებლების საჩივრებთან დაკავშირებით მოახდინოს სათანადო რეაგირება, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება და ინდივიდუალური შეტყობინებით უზრუნველყოს მომხმარებლების ინფორმირება მომსახურების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა.
