Select Page

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ვებინერი: “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში ” გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.