მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესი უმეტესწილად აუდიტორიებსა და სასწავლო ოთახებში წარიმართება, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ვალდებული არიან, მოსწავლეების და სტუდენტების მიერ, სწავლების დისტანციური ფორმის არჩევის შემთხვევაში, უზრუნველყონ მათთვის დისტანციური/ელექტრონული ფორმით განათლების მიწოდება. შესაბამისად, ამ პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს/მომხმარებლებს, არ შეეზღუდოთ აღნიშნული სერვისით ხარისხიანად სარგებლობის შესაძლებლობა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კვლავ მოგმართავთ თხოვნა/რეკომენდაციით, გამოხატოთ სოლიდარობა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და საშუალება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ ზემო სვანეთის – მესტიის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება, შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოთ მომხმარებლების მოთხოვნა ინტერნეტით მომსახურების პირველადი ჩართვის თაობაზე, ხოლო მათი მოთხოვნა/თანხმობის შემთხვევაში, აამოქმედოთ გარკვეული სახის საშეღავათო მექანიზმი, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები.“-ნათქვამია დამცველის სარეკომენდაციო წერილში
ბოლო ჩანაწერები
- შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 29.11.2024
- შეხვედრა თბილისის 73-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 29.11.2024
- შეხვედრა პროფესიული კოლეჯი „ინტერბიზნესის აკადემიის“ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან – 28.11.2024
- შეხვედრა თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 28.11.2024
- შეხვედრა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 28.11.2024
- შეხვედრა თბილისის 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 27.11.2024
- შეხვედრა თბილისის 49-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 27.11.2024
- შეხვედრა თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 26.11.2024
- შეხვედრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 26.11.2024
- შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 25.11.2024