კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაგეგმილი აქვს 2019-2020 წლებში აქტიური შეხვედრები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სასწავლო დაწესებულებებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები.