ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ საჯარო ლექციები გამართა ქ. ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრები გამართა: 4 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ხოლო 5 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრები მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებს.