Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. გორში შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.