კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე მიმდინარე წლის 24 მაისს ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
საზოგადოებრივმა დამცველმა , მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.