მიმდინარე წლის 13 აპრილს, გვანცა ჩხეიძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.