Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2021 წლის19 ოქტომბერს ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრობლებთან და დაბა მესტიის საჯარო სკოლების პედაგოგ-მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი და სოფლების: უშგულის, კალის, მუჟალის, მულახის, იფარის, იელის, ლატალის, ეცერის, ჭუბერის, ხაიშის, ცხუმარის, მაზერის, ფარის, წვირმის, ლენჯერის #1 და # 2, ასევე, დაბა მესტიის # 3 საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები. შეხვედრა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.