Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 21ოქტომბერს  დუშეთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.

საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.  მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული  უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და  ვადები,  აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.