განცხადებები
კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენი – თამთა ტეფნაძე სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ ხელმძღვანელს, ნინო ქუბინიძეს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვასა და საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.
შეხვედრა თელავის ინტერნეტ-მომხმარებლებთან
2014 წლის 18 მარტს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა“. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ადგილობრივი ტელევიზიები, ჟურნალისტები, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობები, მომხმარებელთა უფლებების ადვოკატირებაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი