Select Page

განცხადებები

კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის რეკომენდაცია “კავკასუს ონლაინს”

კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენმა, ქალბატონმა თამთა ტეფნაძემ, ამა წლის 25 ივნისს ინიციატივით მიმართა საქრთველოში აქტიურად მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიას „კავკასუს ონლაინს“. კერძოდ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია ეხება ზედა ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.

საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, თამარ ქალდანს შეხვდა.

შევხედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეები, ალექსანდრე მშვილდაძე და ბელა დეველაშვილი, ასევე, ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო სარიშვილი.

2014 წლის 24 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები ქ.თბილისის წყალტუბოს ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა კოლექტიური საჩივრით მიმართეს კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენს.