Select Page

განცხადებები

კომუნიკაციების ობუდსმენის რეკომენდაციასთან დაკავშირებით კომპანია „კავკასუს ონლაინთან“ შეხვედრა გაიმართა

კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც მან შპს „კავკასუს ონლაინს“ მიმდინარე წლის 25 ივნისს მიმართა, ეხებოდა მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა 2014 წლის 6 აგვისტოს განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა ინტერნეტის საბითუმო ფასის ზედა ზღვარის დადგენა მოხდეს კომისიის მიერ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინტერნეტზე საბითუმო ფასის ზედა ზღვარის დაწესება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ ხდება, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტის საცალო ფასზე.

საზოგადოებრივმა დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარადგინა

2014 წლის 29 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ იქნა 2013 წელს დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა და კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიში.