Select Page

განცხადებები

შეხვედრა სმს-სპამის საკითხზე

2014 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე და კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე ე.წ. „სპამის“ საკითხზე შეხვდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აპარატის და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სხვა თანამშრომლებიც.

ტვ-სერვისის ხარისხი საქართველოში. მომხმარებელთა ინტერესების ომბუდსმენის ინტერვიუ GeoDigital.TV-სთან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ფუნქციონირებს. აღნიშნული სამსახური „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა  მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა კომისიას sms-სპამის საკითხზე რეკომენდაციით მიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში sms-სპამის პრობლემა დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული არაერთი განცხადება/საჩივარი სწორედ sms-სპამის პრობლემას ეხება. საზოგადოებრივმა დამცვლმა მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეკომენდაციით მიმართა „სპამის“ აღნიშნული სახეობის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობის შესახებ.