Select Page

განცხადებები

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი – თამთა ტეფნაძე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გახდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 თებერვალს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ სხდომაზე საბჭოს ახალ წევრად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე დასახელდა. ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015–2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია განიხილა. ანტიკორუფციული საბჭო “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”

შეხვედრა კავკასუს ონლაინთან

2015 წლის 3 თებერვალს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის და შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სხვადასხვა სახის მომსახურებებზე შემუშავებულ ხელშეკრულებებში გარკვეული ცვლილებების შეტანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტთან“ შესაბამისობის მოყვანის მიზნით. დამცველის სამსახურიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

დისკუსია : „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“

2014 წლის 6 დეკემბერს სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დამცველი – თამთა ტეფნაძე მიწვეული იყო სპიკერად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე: „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“.