Select Page

განცხადებები

კომუნიკაციების ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიში

2016 წლის 1 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. „დღევანდელ სამყაროში ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ნებისმიერ დარგში პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია დროულად ფლობდე მაქსიმალურად ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას!.. უფლებრივი მგდომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მომხმარებელთა ცნობიერების

სააპელაციო სასამართლომ შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დავა ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის შესახებ 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა შპს „კავკასუს ონლაინი“.

კომუნიკაციების ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე კომისიამ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო

კომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე განხილული დავის შედეგად, მომხმარებელთა ფართო წრის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია „მაგთიკომს“ დაევალა 2016 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი გაფრთხილების ეფექტიანი სისტემის დანერგვა მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ,