Select Page

განცხადებები

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირის საჩივრის განხილვის მიზნით, მორიგებით დასრულდა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის  თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თ. ს.-ს საჩივრის განხილვის მიზნით, მორიგებით დასრულდა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის რეაგირების შედეგად შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებელს სრულად ჩამოაწერა სადავო დავალიანება

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2016 წლის 2 მარტს საჩივრით მიმართა შპს „მაგთიკომის“ კორპორატიულმა მომხმარებელმა მ. გ-მ. ვინაიდან მომხმარებლის მტკიცებით,  იგი არ სარგებლობდა აღნიშნულ კორპორატიულ ნომერზე ინტერნეტ მომსახურებით, აბონენტი  სადავოს ხდიდა მის სარგებლობაში არსებულ სააბონენტო ნომერზე შპს „მაგთიკომის“ მიერ ინტერნეტ მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების (4232 ლარის)

დაუშვებელი პროდუქციის აკრძალვა ინტერნეტ სივრცეში

ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება აკრძალულია “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კომისიის რეგლამენტით და აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სანქციის დაკისრების საფუძველს. დაუშვებელი პროდუქციაა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა