Select Page

განცხადებები

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის რეაგირების საფუძველზე შპს „ჯეოსელმა“ აბონენტს მობილური ნომერი დაუბრუნა

მომდინარე წლის 2 თებერვალს, საზოგადოებრივი დამცველს შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა კომპანიის აბონენტმა ლ. ი. -მ.  მომხმარებელი სადავოს ხდიდა მის სარგებლობაში არსებული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის კანონიერებასა და მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების ვალდებულების დაუცველობას კომპანიის მხრიდან.

შპს „მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის დავა მორიგებით დასრულდა

ფიზიკურ პირ კ.კალაძის საჩივრისა და ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის,  თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ მორიგებით დასრულდა. მომხმარებლის საჩივარი შეეხებოდა კომპანიის მიერ მის სარგებლობაში არსებული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის კანონიერებას. აღნიშნულ საქმეში მომხმარებელი ასევე დავობდა ინდივიდუალური ფორმის დაცვით, წინასწარი ინფორმირების გარეშე კომპანიის მხრიდან მომსახურების შეზღუდვისა

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი კ. კალაძის ინტერესებს დაიცავს

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის   რეაგირების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ფიზიკური პირის, კ. კალაძის საჩივარი განიხილება. აღნიშნულ საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 17 იანვარს.