განცხადებები
თამთა ტეფნაძის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 16 მაისს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც დამცველმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”. ლექციის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების, კერძოდ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, არსებულ მომხმარებელთა უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებზე, ასევე საზოგადოებრივი დამცველის კანონმდებლობით მუნიჭებულ კომპეტენციაზე.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის განმარტება კომპანია „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების თაობაზე
საზოგადოებრივი დამცველი ეხმიანება „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების თაობაზე სოციალურ ქსელებში და ონლაინ გამოცემების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას და კომპანიის აბონენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე სს „სილქნეტის“ ინიციატივით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარმოდგენილ იქნა სრულიად ახალი სააბონენტო ხელშეკრულების პროექტი, რომლის
თამთა ტეფნაძის საჯარო ლექციები ქ. ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ საჯარო ლექციები გამართა ქ. ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრები გამართა: 4 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ხოლო 5 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობით