განცხადებები
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის რეკომენდაცია „მედია რაითს ჯორჯიასა“და ქართულ სამაუწყებლო არხებს
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და ქართულ სამაუწყებლო არხებს მიმართა რეკომენდაციით, რათა მხედველობაში მიიღონ მომხმარებელთა/მაყურებელთა კანონიერი ინტერესები მომსახურების თავისუფლად არჩევის უფლებასთან დაკავშირებით და სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში გაითვალისწინონ ქართული ტელეარხების დაყოფის შესაძლებლობა იმგვარად, რომ მომხმარებლებისთვის/მაყურებლებისთვის უზრუნველყონ მათთვის საინტერესო კონკრეტული სამაუწყებლო არხების შეთავაზება და სატელევიზიო გადაცემების თავისუფლად არჩევის
თამთა ტეფნაძე სტუმრად გადაცემა “360 გრადუსში”
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღო პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი”. გადაცემის მთავარი თემა, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს შეიცავდა. დამცველმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ინტერნეტიდან მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებსა და მოზარდებზე და ხაზი გაუსვა პრობლემების გადაჭრის იმ აუცილებელ გზებს, რომლებიც გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში ამ მიმართულებით.
თამთა ტეფნაძე ბრიტანელ ექსპერტს, ჯონ კარის შეხვდა
13 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძისა და ბრიტანელი ექსპერტის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტის ბავშვების მიერ ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში, გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მრჩეველის, ჯონ კარის შეხვედრა შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრი, მერაბ ქათამაძე, კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის მთავარი