განცხადებები
2017 წლის საჩივრების/ განცხადებების შეჯამება
2017 წლის 1 იავრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 283 საჩივარი /განცხადება. აქედან 169 მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 114 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება. ზემოაღნიშნული 283 საჩივრი/განცხადებიდან 267 დაკმაყოფილდა, (247 სრულად დაკმაყოფილდა, 20 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 12 საჩივარი/განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 4 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.
2017 წლის IV კვარტლის საჩივრების/განცხადებების სტატისტიკა
2017 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 127 საჩივარი /განცხადება. აქედან 108 მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია. ხოლო 19 არის წერილობითი საჩივარი/განცხადება. ზემოაღნიშნული 127 საჩივრი/განცხადებიდან 120 დაკმაყოფილდა, (118 სრულად დაკმაყოფილდა, 2 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა). 1 საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 6 -ზე მიმდინარეობს მუშაობა.