მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს
ვის მივმართოთ საჩივრით?
მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჩივარი შეიძლება შეიტანოს:
- მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის საჩივრების განმხილველ სამსახურში
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში
- სასამართლოში
შენიშვნა: საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის!
დაუშვებელია საჩივრის განხილვის პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა!
საჩივრის ფორმა და შინაარსი:
საჩივარი შეიძლება გადმოიგზავნოს ელექრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით.
საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:
- სამსახურის დასახელება, რომელშიც მომჩივანს შეაქვს საჩივარი;
- საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისი ფაქტობრივი მისამართი;
- მომსახურების მომწოდებელი კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
- მოთხოვნა;
- გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.