იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, მიმდინარე წლის 25 მაისს თბილისის 75-ე საჯარო სკოლას ეწვია.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.