გვანცა ჩხეიძე მიმდინარე წლის 15 მაისს, კახეთის რეგიონის კიდევ ერთ ქალაქს ესტუმრა და შეხვედრა გამართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.