Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმდინარე წლის 14 ივნისს სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა” და სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” წარმომადგენლებს შეხვდა.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.