2014 წლის 29 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ იქნა 2013 წელს დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა და კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიში.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ, სხდომაზე სამომხმარებლო ბაზარზე დაგროვილ პრობლემებსა და საზოგადოებრივი დამცველის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან დეპუტატებს დეტალურად გააცნო 2014 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა, კომპანიებისთვის გაწეული რეკომენდაციები, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა.

საზოგადოებრივმა დამცველმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს, აგრეთვე გამოთქვა მზაობა სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით ერთობლივ თანამშრომლობაზე.

DSC_0489             image-2a80fc0c1eadd12cb743e0cbb2c9fd77634446ed3fe43aca916b9a4898dc4add-V