საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მიმდინარე წლის II კვარტალში სულ შემოვიდა 57 საჩივარი/პრეტენზია. აქედან 22 მომხმარებელს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია, ხოლო 35 წერილობითი საჩივარია.

ზემოაღნიშნული 57 საჩივრიდან 50 დაკმაყოფილდა, (42 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო 8 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა), წარმოება შეწყდა 1 საჩივარზე, ხოლო 6 საჩივარზე მიმდინარეობს მუშაობა.