Select Page

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის მე-4 საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

ბელა დეველაშვილმა წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.