Select Page

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა მარტვილის მუნიციპალიტეტის მთავრი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

ომბუდსმენმა მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.