Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა შპს „თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის“ წარმომადგენლებთან.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.