Select Page

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის   რეაგირების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ფიზიკური პირის, კ. კალაძის საჩივარი განიხილება. აღნიშნულ საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2017 წლის 17 იანვარს.

საქმე ეხება შპს „მაგთიკომის“ მიერ კ. კალაძის სარგებლობაში არსებული ნომრის უკანონოდ ჩამორთმევას.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი უფლებამოსილია კომისიაში მომხმარებლის სახელით გამოვიდეს მხარედ და წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში.