3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1993 წლის 21 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ამ დღის აღნიშვნით, შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე, ქ. ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო ” და სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ” ორგანიზებით განხორციელდა.