მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, 2021 წლის 2 დეკემბერს ონლაინ შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.