მიმდინარე წლის 17 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მათი სამსახურების საქმიანობის მთავრ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა, მათი ინტერესების დაცვა, სამართლებრივი უზრუნველყოფა და სადავო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.