კომუნიკაციების ომბუდსმენმა ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან..
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.