“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” -აქტივობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივნისს, გვანცა ჩხეიძე საქართველოს მელიორაციის; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.