მიმდინარე წლის 7 დეკემბერს კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, გაცნობით/საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები