„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” – საზოგადოებრივი დამცველი სსამსახურის მიერ 2017 წლის სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს უმაღლეს სასწავლებში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.
შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
28 მარტს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.