კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.
გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე, პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებები, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური. სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.
კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე აქტიურად გეგმავს მსგავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.