Select Page

სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლება-მოვალეობების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმ პირობებში, როდესაც საჯარო და კერძო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, უაღრესად  მნიშვნელოვანია  თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსებობის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ დარგში მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას. 

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ საზოგადოების, კერძოდ სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით ათ უნივერსიტეტში გამართა საჯარო ონლაინ შეხვედრა თემაზე  – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული  მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების თაობაზე.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს  დაგეგმილი აქვს გააგრძელოს შეხვედრები ბოლო მომხმარებლებთან და კომპლექსური ნაბიჯების განხორციელებით, ეტაპობრივად უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა სატელეკომუნიკაციო დარგში.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი;
  • ახალი უმაღლესი სასწავლებლი.