[vc_row full_width=”stretch_row_content_no_spaces” css=”.vc_custom_1567715700158{margin-bottom: 15px !important;background-color: #81d742 !important;}” el_class=”komptavi”][vc_column][vc_column_text]
ჩვენ შესახებ
[/vc_column_text][/vc_column][vc_column][/vc_column][/vc_row][vc_row full_width=”stretch_row_content_no_spaces” css=”.vc_custom_1567715733265{background-color: #81d742 !important;}” el_class=”kompwvrili”][vc_column][/vc_column][/vc_row][vc_row full_width=”stretch_row_content”][vc_column][et_parent tab_style=”underline” tab_type=”vertical”][et_single icon=”” tab_title=”მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია” tab_id=”1567715010401-2″ tab_sub_title=”მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია”][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_column_text]
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანიაელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:
- მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება;
- მომხმარებლებზე კომისიის სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგების შეფასება, ანალიზი, პროგნოზირება;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;
- წარმოადგენოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში;
- მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელიუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.
[/vc_column_text][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_single_image image=”1831″ img_size=”full”][/vc_column_inner][/vc_row_inner][/et_single][et_single icon=”” tab_id=”1567715243250-1-6″ tab_sub_title=”მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის სამსახური განიხილავს
მომხმარებელთა საჩივრებს ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ
სახეებთან დაკავშირებით” custom_tab_color_info=””][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_single_image image=”1862″ img_size=”full”][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_column_text]
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განიხილავს მომხმარებელთა საჩივრებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებთან დაკავშირებით:
- ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- ინტერნეტით მომსახურება;
- მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.
[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/et_single][et_single icon=”” tab_title=”Tab 1″ tab_id=”1567715244233-2-10″ tab_sub_title=”მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის
კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხების
შესწავლა და განხილვა”][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_column_text]მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხების შესწავლა და განხილვა:
- მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე;
- ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების პირობები;
- ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება;
- მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება;
- მომსახურების პირველადი ჩართვა;
- მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები;
- ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საკითხები
[/vc_column_text][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_single_image image=”1867″ img_size=”full”][/vc_column_inner][/vc_row_inner][/et_single][/et_parent][/vc_column][/vc_row]