2021 წლის 16 აპრილს მომხამრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ონლაინ შეხვედრა გაიმართა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ელენე მიროტაძემ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.