მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, მიმდინარე წლის 19 მაისს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.