მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
მიმდინარე წლის 27 თებერვალს შეხვედრა გაიმართა თბილისის 167-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.