Select Page

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, სამონიტორინგო/კვლევითი და სარეკომენდაციო მიმართულების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ავტორიზებული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება – მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიმართულებით.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, მათთვის საჭირო და აქტუალურ არაერთ საკითხზე.

მონაწილე პირებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.