მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველის სამსახური 2022 წლის 30 სექტემბერს ქ. ბათუმის მერიის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის წარმომადგენელს შეხვდა.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

შეხვედრამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა აქტუალური შეკითხვები, რაზედაც სამსახურის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს