Select Page

2018 წლის 2 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ  შპს „მაგთიკომს“  წერილობით მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კომპანიის მხრიდან მიმდინარე წლის 1 მარტს კორპორატიული აბონენტების მიერ შეძენილი და დაგროვილი ინტერნეტ მეგაბაიტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი დამცველის კომპანიისადმი მიმართვიდან  დადგინდება თუ რამდენ აბონენტს შეეხო და რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა განპირობებული  შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება; იგეგმება თუ არა კომპანიის მხრიდან საკომპენსაციო მექანიზმის ამოქმედება გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებასთან მიმართებით, კერძოდ, მომხმარებლებისათვის გაუფრთხილებლად ჩამოჭრილი მეგაბაიტების ღირებულების უკან დაბრუნებას.

საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მოითხოვა შპს „მაგთიკომისგან“  არგუმენტის წარმოდგენა,  ინდივიდუალური გზით მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების  მიზნით 10 დღიანი ვადის დაცვის ვადებულების შესრულებაზე.