Select Page

30 ნოემბერს, თამთა ტეფნაძე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ომბუდსმენმა სტუდენტებს საჯარო ლექცია: “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები” წაუკითხა.

ლექციის მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.

ომბუდსმენის საჯარო ლექციების ჩატარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.

ეს შეხვედრა ომბუდსმენისთვის, რიგით მე-19 იყო.