21 ნოემბერს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ შეხვდრა გამართა იაკობ გოგეგბაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც წაიკითხა საჯარო ლექცია: “ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები”
“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” – საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.
შეხვედრების მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.