შეხვედრა შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიის სტუდენტებთან
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიის სტუდენტებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის საქმიანობას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დასვეს და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელეს



